ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება 2021 წლის 15-16 აპრილს ატარებს მე-6 სამეცნიერო კონფერენციას „შორეული აღმოსავლეთის ქვეყნები ინტერდისციპლინური კვლევების სპექტრში“.
კონფერენციის მოხსენებათა თემატიკა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, კულტურა, სოციალური და გენდერული საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს და მაგისტრებს. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი და თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე 2021 წლის 20 მარტამდე შემდეგ მისამართზე: fec@tsu.ge.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.
თეზისების გაფორმების წესი: ფონტი - Sylfaen, ფონტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,5, მოცულობა - მაქსიმუმ 250 სიტყვა.
საკონტაქტო პირები: ნანა გელაშვილი nana.gelashvili@tsu.ge; თათია მემარნიშვილი tatia.memarnishvili@tsu.ge